კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ - საბაზო და საშუალო საფეხურის ფინალი გაიმართა

ჩემპიონატის მონაწილეებმა კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები წარმოაჩინეს.

კომაროვის სკოლაში ტრადიციად იქცა ინტელექტულურ-შემოქმედებითი  ჩემპიონატების გამართვა, რათა მოსწავლეებმა ანლიტიკური და კრიტიკული აზროვნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ.

ჩვენი მთავარი მიზანია,  კონკურენტუნარიანი, ინოვაციურ აზროვნებაზე ორიენტირებული მოსწავლეების აღზრდა, რომლებიც მომავალ გამოწვევებს თავდაჯერებულად შეხვდებიან.

სწორედ ამის შედეგია, კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიღწევები, როგორც გარე სასკოლო, ასევე ეროვნული მნიშვნელობისა თუ საერთაშორისო კონკურსებზე.

საბაზო საფეხურის კატეგორიაში  გამარჯვებულია მე-9.3 კლასის გუნდი;

საშუალო საფეხურის კატეგორიაში გამარჯვებულია მე-12.5  და მე-12.7 კლასების ნაკრები გუნდი.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ,,ინტელექტ’’ კლუბს ჩემპიონატის დაორგანიზებისათვის და ასევე, სკოლაში არსებული კულუბების მუშაობაში ხელშეწყობისათვის მოსწავლეთა პროექტების სამსახურს.


ზემოთ